ჩავი, შესაძლოა, "ნიუ-იორკ სიტიში" გადავიდეს და 2-თვიანი არენდით "სიტიში" ითამაშოს

ჩავი, შესაძლოა, "ნიუ-იორკ სიტიში" გადავიდეს და 2-თვიანი არენდით "სიტიში" ითამაშოს

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა, შესაძლოა, კარიერა MLS-ში განაგრძოს. 34 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს იჩენს "ნიუ-იორკ სიტი", რომლის დებიუტიც 2015 წლის მარტში შედგება.

ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი ამერიკულ კლუბში გადასვლას იანვარში აპირებს და შესაძლოა, 2-თვიანი არენდით "მანჩესტერ სიტიში" ითამაშოს, როგორც ეს ფრენკ ლამპარდმა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ "ნიუ-იორკ სიტის" ფეხბურთელია "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი დავიდ ვილია, რომელიც არენდით "მელბურნ სიტიში" გამოდის.

ჩავის ხელფასი "ბარსელონაში" 13 მილიონ ევროს შეადგენს წელიწადში. ესპანელმა, პრიმერას მიმდინარე სეზონში, 5 მატჩი ჩაატარა და გაიტანა 1 გოლი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 33 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.