ინიესტა: "ელ კლასიკოს" წინ, "ბარსელონა" კარგ ფორმაშია"

ინიესტა: "ელ კლასიკოს" წინ, "ბარსელონა" კარგ ფორმაშია"

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის, ამსტერდამის "აიაქსთან" საშინაო მატჩის შემდეგ, აღნიშნა, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" რთული მატჩი ჩაატარეს.

"ჩემპიონთა ლიგაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ინდივიდუალურ დეტალებს, რომელთა წყალობითაც გავიმარჯვეთ. მეორე ნახევარში მეტოქე წინ წავიდა, რადგან აგებდა. ამან კიდევ უფრო გაგვირთულა ბურთის გაკონტროლება, თუმცა საჭირო შედეგის მიღწევა შევძელით." - აცხადებს ინიესტა.

25 ოქტომბერს, "სანტუაგო ბერნაბეუზე", პრიმერას მე-9 ტურში, "ბარსელონა" მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება. ამასთან დაკავშირებით ანდრესმა თქვა: "ელ კლასიკოს" წინ, ჩვენი გუნდი კარგ ფორმაში იმყოფება. ეს მატჩი - კარგი შესაძლებლობა იმისათვის, რომ, მიმდინარე სეზონში, ყველა ტიტულზე პრეტენდენტობა განვაგრძოთ."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.