ინიესტა: "იუვენტუსს" საიმედო დაცვა ჰყავს"
"ბარსელონას" კაპიტანმა, ანდრეს ინიესტამ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის წილისყრასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს შთაბეჭდილება გაუზიარა. როგორც იცით, "ბლაუგრანას" მეტოქე "იუვენტუსი" იქნება.
"რთული და ლამაზი შეხვედრები გველის. მაღალი კლასის მოთამაშეებით დაკომპლექტებულ გუნდს დავუპირისპირდებით. ორი შესანიშნავი მატჩი უნდა ჩავატაროთ, რომ მომდევნო ეტაპის საგზური მოვიპოვოთ.
ბოლო წლებში "იუვენტუსი" ძალიან კარგ ფორმაშია. გუნდს შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს. "ბებერი ქალბატონი" იტალიის ჩემპიონატში დამაჯერებლად ლიდერობს და კარგად გამოდის ჩემპიონთა ლიგაზე.
"იუვენტუსს", როგორც ბევრ სხვა იტალიურ გუნდს საიმედო დაცვასთან ერთად ჰყავს მოთამაშეები, რომლებსაც დამოუკიდებლად შეუძლიათ შეხვედრის შედეგზე გავლენის მოხდენა. რთული იქნება, მაგრამ ჩვენი შესაძლებლობების გათვალისწინებით, ვეცდებით მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსები გავზარდოთ."-ამბობს ინიესტა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 22 ]