სუარესი და ბუსკეტსი განაცხადში მოხვდნენ

სუარესი და ბუსკეტსი განაცხადში მოხვდნენ

ლუის ენრიკემ, "რეალთან" გასამართი მატჩის წინ, გუნდის განაცხადი დაასახელა. 18-კაციან შემადგენლობაში მოხვდა ლუის სუარესი, რომელსაც დებიუტი "კლასიკოში" ექნება. ექიმებისგან თამაშის ნებართვა მიიღო ბუსკეტსმა, რომელმაც "ბარსას" წინა თამაში გამოტოვა. განაცხადს მიღმა დარჩნენ მასიპი, მონტოია, ვერმალენი, რაფინია და სანდრო.

"ბარსელონას" განაცხადი ასე გამოიყურება: ბრავო, ტერ შტეგენი, ალვესი, პიკე, ბარტრა, მასკერანო, მატიე, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ჩავი, ს. რობერტო, ინიესტა, პედრო, მუნირი, სუარესი, მესი, ნეიმარი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 31 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.