"სოსიედადთან" მატჩისთვის განაცხადი ცნობილია
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ის 18 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც "სოსიედადთან" დღეს გასამართი მატჩის განაცხადში მოხვდნენ. გუნდს დაუბრუნდა დანი ალვესი, რომელმაც ექიმებისგან თამაშის ნებართვა მიიღო. ტრავმირებულია ტომას ვერმალენი, ხოლო მასიპი, დუგლასი, ბარტრა, ადრიანო და სერხი რობერტო განაცხადს მიღმა მწვრთნელის გადაწყვეტილებით დარჩნენ.
"სოსიედადთან" მატჩისთვის "ბარსელონას" განაცხადი ასე გამოიყურება: ბრავო, ტერ შტეგენი, ალვესი, მონტოია, პიკე, მასკერანო, მატიე, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ჩავი, ინიესტა, რაფინია, მუნირი, პედრო, მესი, სუარესი, ნეიმარი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3
კომენტარები [ 46 ]