"ბარსა" დენის სუარესის ვადაზე ადრე დაბრუნებას შეეცდება
"ბარსელონა" "სევილიაში" არენდით გაშვებული დენის სუარესის 2015 წლის ზაფხულში დაბრუნებას შეეცდება. ამ ინფორმაციას კატალონიური Mundo Deportivo ავრცელებს.
დენის სუარესი "ბარსამ" "სევილიაში" 2 წლით გაანათხოვრა. ეს ნიშნავს, რომ ხელშეკრულებას ვადა 2016 წლის ზაფხულში გასდის. თუმცა, 20 წლის შემტევი ნახევარმცველის კარგმა თამაშმა კატალონიელები მის ვადაზე ადრე დაბრუნებაზე დააფიქრა.
გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონა" მზადაა, სუარესის 2015 წლის ზაფხულში დაბრუნების სანაცვლოდ, "სევილიას" სერხი რობერტო, მუნირ ელ ჰადადი ან სერხი სამპერი შესთავაზოს.
20 წლის დენის სუარესმა, მიმდინარე სეზონში, 11 თამაში ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]