დეულოფეუ და სუარესი, შესაძლოა, "ბარსაში" ვადაზე ადრე დაბრუნდნენ
"ბარსელონა" ხერარდ დეულოფეუსა და დენის სუარესის "სევილიადან" ვადაზე ადრე დაბრუნებას აპირებს, იტყობინება ესპანური პრესა.
დეულოფეუ და სუარესი "სევილიაში" განათხოვრებულები არიან და თავდაპირველი შეთანხმებით, მათ ამ კლუბში 2014/15 სეზონის ბოლომდე უნდა ითამაშონ, თუმცა კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა, CAS-ის მიერ არდაკმაყოფილებული საჩივრის გამო, ფეხბურთელების ნაადრევად დაბრუნებას გეგმავს.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ორივე შემტევი ნახევარმცველი საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს უნაი ემერის გუნდში.
დენის სუარესმა ესპანეთის ჩემპიონატში 14 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 1 გოლი და გააკეთა 4 შედეგიანი გადაცემა. რაც შეეხება დეულოფეუს, მან პრიმერა დივიზიონის 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 1 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]