22.10 - ვიქტორინის შედეგები

22.10 - ვიქტორინის შედეგები

გამოვლინდა ოქტომბრის თვის ვიქტორინის გამარჯვებული. ფინალურ ტურში, 55 შესაძლებლიდან 38 ქულა მოაგროვა Writer-მა, რომელსაც Mantis.ge-ს მიერ დაწესებული პრიზი, "ბარსელონას" მაისური გადაეცემა. დანარჩენ მონაწილეებს შორის ადგილები ასე გადანაწილდა: მე-2 ადგილზე, 33 ქულით, გავიდა neo222, ხოლო მე-3 ადგილი, 22 ქულით, დაიკავა Hovik-მა.

 

სწორი პასუხები ფინალურ ტურში დასმულ შეკითხვებზე:

1. რომელ არაესპანელ ფეხბურთელს ჩაუტარებია "ბარსელონაში" ყველაზე მეტი მატჩი? - ლიონელ მესი

2. რა ჰქვია "ბარსელონას" საკალათბურთო გუნდის საშინაო არენას? - პალაუ ბლაუგრანა

3. ვინ არის "ბარსელონას" ქალთა საფეხბურთო გუნდის მთავარი მწვრთნელი? - ხავიერ ლორენს როდრიგესი

4. "ბარსელონას" რომელ ფეხბურთელს გაუტანია ლა ლიგის ერთ მატჩში ყველაზე მეტი გოლი? - ლადისლაო კუბალა

5. რამდენი ყვითელი ბარათი მიიღეს "ბარსელონას" ფეხბურთლებმა 2012/13 წლების სეზონში? – 102 (სხვა წყაროებში არსებული ცნონების გამო ითვლება ასევე 94 და 97)

6. "ბარსელონას" რომელი ფეხბურთლი დაასახელა SportsPro-მ ზედიზედ 2-ჯერ მარკეტინგულად ყველაზე მომგენიან მოთამაშედ? - ნეიმარი

7. დაასახელეთ "ბარსელონას" ყოფილი 2 ფეხბურთლი, რომლებსაც "კლასიკოში" 14-14 გოლი აქვთ გატანილი (ითვლება ამხანაგურ მატჩებში გატანილი გოლებიც) - სეზარი, სამიტიერი

8. რამდენ ფეხბურთელს უთამაშია "კლასიკოში" როგორც "ბარსელონას", ასევე "რეალის" მაისურით? – 23

9. სულ რამდენ სტადიონზე გამართულა "ელ კლასიკო"? – 14

10. რა ჰქვია იმ ადგილს ქალაქ ბარსელონაში, სადაც, 1930-იან წლებში,  "ბარსას" გულშემატკივრები თამაშების შემდეგ იკრიბებოდნენ ხოლმე" - Fuente de Canaletas

 

ნოემბრის თვის პირველი ტურის კითხვები დაისმება 1 ნოემბერს, საღამოს 20 საათზე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.