22.11 - ვიქტორინის შედეგები

22.11 - ვიქტორინის შედეგები

გამოვლინდა ნოემბრის თვის ვიქტორინის გამარჯვებული. ფინალურ ტურში, 55 შესაძლებლიდან 45 ქულა მოაგროვა gogla-მ, რომელსაც Mantis.ge-ს მიერ დაწესებული პრიზი, "ბარსელონას" მაისური გადაეცემა. დანარჩენ მონაწილეებს შორის ადგილები ასე გადანაწილდა: მე-2 ადგილზე, 44 ქულით, გავიდა dato29dato, ხოლო მე-3 ადგილი, 37 ქულით, დაიკავა ZuraSharashenidze-მ.

 

სწორი პასუხები ფინალურ ტურში დასმულ შეკითხვებზე:

  1. რომელმა გუნდმა გამოაგდო "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის 2006/07 წლების გათამაშებიდან? - ლივერპული
  2. ვინ იყო "ბარსელონას" პრეზიდენტი ყველაზე მეტჯერ? - ჰანს გამპერი
  3. ვინ იყო "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ყველაზე დიდხანს? - ჯეკ გრინუელი
  4. რამდენი თამაში ჩაატარა მიგელიმ "ბარსელონას" მაისურით 1973/74 წლების სეზონში, სანამ მას სამხედრო სამსახურში გაიწვევდნენ? – 1
  5. რომელი გუნდის წინააღმდეგ შედგა ვიქტორ ვალდესის დებიუტი "ბარსელონას" პირველ გუნდში? - ლეგია
  6. "ბარსელონას" რომელმა ფეხბურთელმა მიიღო 2-თვიანი დისკვალიფიკაცია 1990 წელს "რეალთან" გამართულ მატჩში მსაჯისთვის ფეხის დაბიჯების გამო? - ხრისტო სტოიჩკოვი
  7. ყველა ცოტა რამდენ ხანს ეკავა "ბარსელონას" პრეზიდენტს დაკავებული თანამდებობა? – 22
  8. "ბარსელონას" რამდენი ფეხბურთელი გააძევეს მოედნიდან 1945/46 წლების ესპანეთის თასზე "სევილიასთან" გამართულ პირველ მატჩში? – 3
  9. დაასახელეთ "ბარსელონას" ბოლო ფეხბურთელი ხორდი ალბამდე, რომელმაც "კამპ ნოუზე" ლა ლიგაში გამართულ მატჩში ავტოგოლი გაიტანა. - პატრიკ კლუივერტი
  10. რამდენი დღის დაგვიანებით დაბრუნდა რომარიო ბარსელონაში მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის შემდეგ? – 23 (ჩათვლა 20, 21)

 

დეკემბრის თვის პირველი ტურის კითხვები დაისმება 1 დეკემბერს, საღამოს 20 საათზე. მანამდე კი, გაეცანით ვიქტორინის განახლებულ წესებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.