სერხიო ბუსკეტსი: "ყველაფერი წინაა"
დღეს "ბარსელონას" ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა, პრეს კონფერენციაზე, გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა, მან გულშემატკივრებს დამშვიდებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ გუნდს ყველაფერი ჯერ კდიევ წინ აქვს. "ერთი კვირის წინ ჩვენ ლიდერები ვიყავით, ახლა კი აღარ ვართ. იმედი მაქვს, გუნდი ძველ პოზიციას დაუბრუნდება, ეს თითოეული ჩვენგანის სურვილია."
ფეხბურთელმა "რეალ მადრიდსა" და "სელტასთან" წაგებულ შეხვედრებზეც გაამახვილა ყურადღება: "წაგების შემდეგ აუცილებელია გუნდი განვითარდეს და რაღაც შეიცვალოს. მნიშვნელობა არ აქვს გავიმარჯვებთ, თუ წავაგებთ ჩვენ მუდამ თვითკრიტიკულები ვართ. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას რათა განნვითარდეთ, სხვა მხრივ ჩვენ უძლურები ვართ."
კატალონიელს სჯერა, რომ "აიაქსთან" შეხვედრაში გუნდი წარმატებას მიაღწევს და წაგებათა სერიას შეწყვეტს: "ჩვენ გვახსოვს შარშანდელი მარცხი, იმედი მაქვს იგივე არ განმეორდება."
ბუსკეტსმა საკუთარ ჯანმრთელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თავს შესანიშნავად გრძნობს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 27 ]