ბუსკეტსი: "ბარსელონას" ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეები აკლია"

ბუსკეტსი: "ბარსელონას" ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეები აკლია"

კატალონიის "ბარსელონას" ესპანელმა ფეხბურთელმა, სერხიო ბუსკეტსმა წლის წარუმატებელ დასაწყისზე ისაუბრა. 

"ჩვენ ცუდად დავიწყეთ ახალი წელი. ბევრი ამბობს, რომ მარცხი ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ეს ჩვენ არ გვეხება. ჩვენ გუნდი ფიზიკურად ძლიერი და მაღალი ფეხბურთელების ნაკლებობას განიცდის, რაც ჩვენ სტანდარტული სიტუაციებში პრობლემას გვიქმნის. ეს ყველაფერი "სოსიედადთან" მატჩშიც ჩანდა. ჩვენი წარუმატებლობით სატურნირო ცხრილში "ატლეტიკომ" ისარგებლა, ჩვენ ვალდებულნი ვართ მათ წინააღმდეგ საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენოთ. იგივე შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს" - განაცხადა, ბუსკეტსმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 39 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.