ბართომეუ: "ლუის ენრიკეს ვენდობით"
"ბარსელონას" პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ აცხადებს, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე დიდი ნდობით სარგებლობს.
"ლუის ენრიკესადმი პატივისცემა უნდა გამოვიჩინოთ. ჩვენ მას მთლიანად ვენდობით. ეს 2 მარცხი დავიწყებას მალე მიეცემა. წინ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი მატჩი და ტიტულია, რომელთათვისაც ბრძოლა შეგვიძლია. ჩვენ ძალიან ტალანტური გუნდი გვყვავს.
ბევრს ვსაუბრობთ მთავარ მწვრთნელთან მობილურით. მან იცის, რომ მისი გვჯერა. მე კი ვიცი, რომ ის ბევრს მუშაობს და მომწონს მისი საბრძოლო ხასიათი.
რაც შეეხება ხშირ როტაციას, ვფიქრობ, რომ საკმაოდ ნორმალურია. ის ეძებს ყველაზე კარგ ვარიანტს." - აცხადებს ბართომეუ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]