ბართომეუ: "ლუის ენრიკე "ბარსელონაში" ჩავის მსგავს ფეხბურთელს ითხოვს"

ბართომეუ: "ლუის ენრიკე "ბარსელონაში" ჩავის მსგავს ფეხბურთელს ითხოვს"

ხოსეპ მარია ბართომეუ, რომელიც არჩევნებამდე "ბარსელონას" უპრეზიდენტებს, აცხადებს, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე კატალონიურ კლუბს ჩავი ერნანდესის მსგავსი ფეხბურთელის ყიდვას სთხოვს.

"გუნდს გაძლიერება სჭირდება. ლუის ენრიკემ თქვა, რომ მას ჩავის მსგავსი ფეხბურთელი უნდა. მიუხედავად ამისა, არ ვსაუბრობთ ჩავის შემცვლელზე - მისი შეცვლა შეუძლებელია. აღარასოდეს ვიხილავთ ისეთ ფეხბურთელს, როგორიც ჩავი იყო", - აცხადებს ბართომეუ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.