იაპონური კლუბი ჩავით დაინტერესდა

იაპონური კლუბი ჩავით დაინტერესდა

იაპონური კლუბ "ტოკიოს" სამწვრთნელო შტაბი "ბარსელონას" ნახევარმცველის, ჩავი ერნანდესის მომსახურებითაა დაინტერესებული, იტყობინება El Mundo Deportivo იაპონურ პრესაზე დაყრდნობით.

წყაროს ინდორმაციის თანახმად, იაპონური კლუბის წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს. იაპონელებს სურთ, რომ ჩავიმ თავიაანთ კლუბში თამაში დაიწყოს ახალი სეზონიდან, რომელიც ქვეყანაში 2015 წლის მარტიდან იწყება. ოფიციალური წინადადება ესპანელს ჯერ არ მიუღია, მაგრამ "ტოკიო" მას დაახლოებით 7 მილიონ ევროს სთავაზობს წელიწადში.

ნახევარმცველის მომავალი, მიმდინარე სეზონის დაწყებამდე, გაურკვეველი იყო. ის კატალონიური კლუბის დატოვებას აპირებდა, თუმცა ლუის ენრიკე მის დარჩენაში დარწმუნებული იყო.

ჩავიმ, ამ სეზონში, 7 მატჩი ჩაატარა ესპანეთის ჩემპიონატში, ძირითად შემადგენლობაში კი 4-ჯერ ითამაშა. ფეხბურთელის ანგარიშზე 1 გოლია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.