კოკე ან ბენდერი "ბარსელონაში"?

კოკე ან ბენდერი "ბარსელონაში"?

Sport-ის თანახმად, "ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბი ნახევარმცველის შეძენას აპირებს. "ლურჯ-ბროწეულისფერების" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე ორი ფეხბურთელის კანდიდატურას განიხილავს: კოკე (მადრიდის "ატლეტიკო") და ლარს ბენდერი (ლევერკუზენის "ბაიერი").

აღსანიშნავია, რომ კატალონიური კლუბის სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა ამ ამპულის ფეხბურთელის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აპირებდა, მაგრამ ურუგვაელი თავდამსხმელის, ლუის სუარესის ტრანსფერის შემდეგ ამის გაკეთება ვერ მოხერხდა. "ბარსელონას" ნახევარმცველი სჭირდება იმისათვის, რომ გუნდის ვეტერანი ჩავი ერნანდესი შეცვალოს. თუმცა, ცოტა ხნის წინ, ჩავიმ განაცხადა, რომ არ აპირებს "ბარსას" დატოვებას კონტრაქტის დასრულებამდე, რომელიც 2016 წლამდეა ძალაში.

შეგახსენებთ, რომ, ამჟამად, "ბარსელონას", მომდევნო ორი სატრანსფერო ფანჯრის დროს, ფეხბურთელების შეძენა აკრძალული აქვს. თუმცა, ესპანურ გრანდში დარწმუნებულნი არაინ, რომ ტრანსფერების განხორციელების უფლების მიღებას 2015 წლის ზაფხულში შეძლებენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 25 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.