"აიაქსი" - "ბარსელონა": ფეხბურთელთა კომენტარები მატჩის შემდეგ
"აიაქსთან" "ამსტერდამ არენაზე" მოგებული შეხვედრის შემდეგ "ბარსელონას" კაპიტანმა, ჩავი ერნანდესმა, განაცხადა: "გუნდს ეს გამარჯვება ძალიან სჭირდებოდა... მეორე ნახევარში შესანიშნავად ვიასპარეზეთ. ბურთს უკეთ ვაკონტროლებდით და მოედანზე კომფორტულად ვგრძნობდით თავს. პირველ ნახევარში "აიაქსის" მოთამაშეებმა წნეხის ქვეშ მოგვაქციეს. მაგრამ ეს "ჩემპიონთა ლიგაა", ყველა ოპონენტს შესწევს საკმარისი ძალა წინააღმდეგობის გაწევისა. ძალიან კმოყოფილი ვარ, ჩვენ 3 ქულის მოპოვება შევძელით, ეს კი გუნდს თავადაჯკერებულობას შემატებს."
"გუნდმა, საკუთარ სტილს არ უღალატა. მიგვაჩნია, რომ წაგებული თამაშების მიუხედავად, ჩვენ უნდა განვაგრძოთ აღნიშნული სტილით თამაში. ჩვენ გავიმარჯვეთ, რასაც ნამდვილად ვიმსახურებდით."
ჩავის შეკითხვა ხერარდ პიკესთან დაკავშირებითაც დაუსვეს (შეგახსენებთ, რომ პიკეს გუშინდელ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია), რაზეც ფეხბურთელმა შემდეგი პასუხი გასცა: "პიკე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა, თუმცა ლუის ენრიკე არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც წყვეტს თუ ვინ უნდა იასპარეზოს."
თამაშის შემდეგ კომენატრები მარკ ბარტრამ, ივან რაკიტიჩმა და ხავიერ მასკერანომაც გააკეთეს.
მარკ ბარტრა
"ვიცოდი, რომ ბუთთან მეკარეზე ადრე მივიდოდი, რასაც მესის მიერ გატანილი შესანიშნავი გოლი მოჰყვა."
"წარსულის შეცდომებს ვითვალისწინებთ. აღნიშნულმა შეხვედრამ კი თავადაჯერებულობა შეგვმატა იმისა, რომ როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე ლა ლიგაზე შეგვიძლია წარმატების მიღწევა. აღნიშნული გამარჯვება უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან ჩვენი შემდეგ ეტაპზე გადასვლა გარდაუვალია."
"მე განვაგრძობ მუშაობას, და სანამ დაუღალავად ვივარჯიშებ სასტარტო შემადგენლობაში ყოფნის შანსი მექნება. პირადად მე კმაყოფილი ვარ გუშინდელი მატჩით."
ივან რაკიტიჩი
"საერთო ჯამში, გუნდმა კარგი თამაში აჩვენა. გასული წლის მარცხის შემდეგ ვიცდოით, რომ ადვილი თამაში არ გველოდა, ამიტომ კარგად მოვემზადეთ. პირველი ნახევარი ჰოლანდიელებმა ფანტასტიკურად ჩაატარეს."
"პირველი ტაიმის შემდეგ გავაანალიზეთ საკუთარი შეცდომები, რამაც მეორე ნახევარში ჩვენს სასარგებლოდ იმოქმედა. მართალია, გასულ შეხვედრებში ჩვენი თამაში არც, თუ ისე მოსაწონი იყო, თუმცა ამჯერად გამარჯვება ნადვილად დავიმსახურეთ."
მასკერანო
"შედეგით კმაყოფილი ვარ. პირველ ნახევარში "აიაქსი" შესანიშნავად აკონტოროლებდა ბურთს, ცოტა საგოლე მომენტების მიუხედავად, მათ თამაშზე კონტროლი მოპოვება შეძლეს. თავიდან სიტუაციის დარეგულირება გაგვიჭირდა, თუმცა მესის გოლმა ამოსუნთქვის საშუალება მოგვცა."
"აღფრთოვანებული ვარ იმ ფაქტით, რომ მესი რაულს გაუთანაბრდა. ეს პირნათლად ასახავს იმას, თუ რას აკეთებს ის მოედანზე და როგორი მნიშვნელოვანი მოთამაშეა. მესი გაუთანაბრდა ლეგენდას, რაულს, ისტორიულ მოთამაშეს და ის ასაკით ჯერ კიდევ პატარაა. ვფიქრობ, აღნიშნული ფაქტი ლეოსთვის ძალიან დიდი სტიმულის მიმცემი იქნება."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]