აბიდალი: "ბარსელონაში იმიტომ ჩამოვდივარ, რომ აქ ვცხოვრობ"

აბიდალი: "ბარსელონაში იმიტომ ჩამოვდივარ, რომ აქ ვცხოვრობ"

"ოლიმპიაკოსის" 35 წლის ფრანგი მცველი ერიკ აბიდალი აცხადებს, რომ ქალაქ ბარსელონაში კატალონიური კლუბის წარმომადგენლებთან შესახვედრად არ ჩასულა.

ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აბიდალმა და "ბარსელონამ" მომავალი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. ამ შეთამხების მიხედვით, აბიდალი, კარიერის დასრულების შემდეგ, კატალონიური კლუბის საფეხბურთო აკადემიის სპორტული დირექტორი გახდება. თავად ფრანგი ვეტერანი უარყოფს, რომ ის კარიერის დასრულებაზე ფიქრობს.

"სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კარიერის დასრულებას ვგეგმავ. თუ ბარსელონაში ჩამოვდივარ, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ აქ ვცხოვრობ." - აცხადებს "ბარსელონას" ყოფილი მცველი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.