ლაპორტა რონალდუს აგენტს შეხვდა
გუშინ, მადრიდის ერთ-ერთ რესტორანში, "რეალის" თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს აგენტი ჟორჟე მენდეში და "ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ერთმანეთს შეხვდნენ.
ლაპორტამ, რომელიც "ბარსელონას" საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპრირებს და ამჟამად, მთავარ კანდიდატადაც ითვლება, მენდეშს რონალდუს კონტრაქტში მითითებული გამოსასყიდი თანხის გამხელა სთხოვა.
თუმცა, როგორც AS Cadena Ser-ზე დაყრდონობით იტყობინება, აგენტმა ლაპორტას უთხრა, რომ ამ ტრანსფერის განხორციელება შეუძლებელია.
კომპანია Amber-ის კვლევის თანახმად, ახლა ლაპორტას კლუბის წევრების 33.8% უჭერს მხარს, ამჟამინდელ პრეზიდენტს, ხოსეპ მარია ბართომეუს კი - 17.9%.
შეგახსენებთ, რომ ლაპორტა "ბარსას" პრეზიდენტი 2003 წლიდან 2010 წლამდე იყო. გუნდმა, ამ დროის განმავლობაში, ესპანეთის ჩემპიონატი 4-ჯერ მოიგო, ჩემპიონთა ლიგა კი - 2-ჯერ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]