ლაპორტა: "მენდეშთან მოურინიოზე არ მისაუბრია"

ლაპორტა: "მენდეშთან მოურინიოზე არ მისაუბრია"

2016 წელს "ბარსელონას" პრეზიდენტის პოსტის დაკავების მთავარი კანდიდატი ხუან ლაპორტა უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ის კატალონიურ კლუბში ჟოზე მოურინიოს მიწვევას გეგმავს.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ლაპორტა ცნობილ აგენტს, ჟორჟე მენდეშს შეხვდა და მას ჟოზე მოურინიოსა და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ესაუბრა. ცნობისთვის, ლაპორტა "ბარსელონაში" მოურინიოს მიწვევას 2008 წელსაც ცდილობდა, მაგრამ მაშინ, "ბარსამ" არჩევანი პეპ გვარდიოლაზე შეაჩერა.

"მენდეშთან მოურინიოს შესახებ არ მისაუბრია. ყველამ იცის, როგორი პროფილის მწვრთნელები მომწონს." - აცხადებს ლაპორტა.

ამ ეტაპზე არსებული მონაცემების თანახმად, ლაპორტას "ბარსელონას" გულშემატკივართა 33.8% უჭერს მხარს, ხოლო მოქმედი პრეზიდენტის, ხოსეპ მარია ბართომეუს მხარდამჭერები 17.9% შეადგენენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.