მარკინიოსი: "ნეიმარი პსჟ-ში? ყველაფერი შესაძლებელია"

მარკინიოსი: "ნეიმარი პსჟ-ში? ყველაფერი შესაძლებელია"

"პარი სენ ჟერმენის" ბრაზილიელი მცველი მარკინიოსი აცხადებს, რომ მისი თანამემამულის, ნეიმარის პარიზულ კლუბში გამოჩენას არ გამორიცხავს.

"ნეიმარი პსჟ-ში? ყველაფერი შესაძლებელია, თუ კლუბი ამას მოისურვებს. "პარი სენ ჟერმენის" მფლობელებს ტიტულების მოგება სურთ. ისინი აშენებენ გუნდს და ყოველთვის ეძებენ ახალ ფეხბურთელებს შემადგენლობის გასაძლიერებლად. ამიტომ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ პსჟ-ში ბრაზილიელთა დიდ ნაწილს მოედანზე დამაჯერებლად გამოსვლა შეუძლია." - აცხადებს მარკინიოსი.

შეგახსენებთ, რომ პარიზული კლუბის შემადგენლობაში, მარკინიოსის გარდა, კიდევ 4 ბრაზილიელი თამაშობს, კერძოდ, დავიდ ლუისი, მაქსველი, ტიაგო სილვა და ლუკას მოურა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 17 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.