ბართომეუმ და მესის მამამ ლეოზე ისაუბრეს

ბართომეუმ და მესის მამამ ლეოზე ისაუბრეს

ლიონელ მესის "ბარსელონადან" შესაძლო წასვლის საკითხი კვლავ აქტუალურია. კატალონიური Sport ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, კლუბის პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ ფეხბურთელის მამას, ხორხე მესის დაურეკა და მისგან დამაკმაყოფილებელი სიტყვები მოისმინა.

თუ კატალონიელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, მესის მამამ ბართომეუს განუცხადა, რომ ლეო "ბარსელონადან" წასვლაზე არ ფიქრობს. პრეზიდენტმა, თავის მხრივ, ხორხე მესის დაუდასტურა, რომ კლუბი მესის ბოლომდე ენდობა და ეჭვი არც მის ერთგულებაში ეპარება.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, მესიმ "ბარსელონადან" წასვლა არ გამორიცხა, ხოლო მამამისმა განაცხადა, რომ ტრანსფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება თუ ეს კლუბის სურვილი იქნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.