რონალდინიომ "სანტიაგო ბერნაბეუს" აპლოდისმენტები გაიხსენა

რონალდინიომ "სანტიაგო ბერნაბეუს" აპლოდისმენტები გაიხსენა

"ბარსელონას" ბრაზილიელმა ლეგენდამ, რონალდინიომ, ის თამაში გაიხსენა, რომლის შემდეგაც, მას "სანტიაგო ბენაბეუზე" შეკრებილმა გულშემატკივრებმა ტაში დაუკრეს.

2005 წლის 19 ნოემბერს, "ბარსელონამ" "რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" 3:0 გაანადგურა. რონალდინიომ 2 ლამაზი გოლი გაიტანა და მადრიდელი გულშემატკივრებისგან აპლოდისმენტები დაიმსახურა.

ამ თამაშიდან 9 წლის შემდეგ რონალდინიომ თავის "ფეისბუქზე" ასეთი ჩანაწერი გააკეთა: "ზუსტად 9 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ასეთ დიდ კლუბთან ერთად ეს მომენტი განვიცადე. დიდი მადლობა!".

მიმოხილვა

[media=http://www.youtube.com/watch?v=YwqtG69sJow]

სრული მატჩი

[media=http://www.youtube.com/watch?v=1toyXrGXfpI]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.