ლუის ენრიკე: "მესის აქ ყოფნა მოსწონს და მე ეს მაკმაყოფილებს"

ლუის ენრიკე: "მესის აქ ყოფნა მოსწონს და მე ეს მაკმაყოფილებს"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, "სევილიასთან" გასამართი მატჩის წინ, პრესკონფერენცია გამართა. კატალონიელთა დამრიგებელმა ლიონელ მესის გარშემო შექმნილ ვითარებასა და სხვა საკითხებზე ისაუბრა.

"მესისგან ყოველთვის მესმოდა, რომ მას "ბარსელონაში" თამაში მოსწონს. მე მეტი არაფერი მინდა. ჩემთვის საკმარისია, რომ მესის აქ ყოფნა მოსწონს. მხოლოდ ეს მაინტერესებს. ლიონელთან, შესაძლო წასვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე არ მისაუბრია."

"გუნდი ძალიან მოტივირებულია. ყველა ასპექტში პროგრესირება გვმართებს. ბურთთან ერთად უფრო ეფექტურად უნდა ვიმოქმედოთ."

"წინა შეხვედრის შემდეგ ვთქვი, რომ "ალმერიასთან" მატჩი მიმდინარე სეზონში ჩვენი ყველაზე ცუდი თამაში იყო. სინამდვილეში, ყველაზე ცუდი პირველი ტაიმი იყო. მე-2 ნახევარში თამაში გამოვასწორეთ."

"როდის ითამაშებს ვერმალენი? ეს ჩემზეა დამოკიდებული. ფეხბურთელი დიდხანს უქმობდა და მას რითმთან შესაგუებლად დრო სჭირდება. მენტალურად ის ძლიერია."

"გუნდს, დაცვაში, ძალიან კარგი მაჩვენებლები აქვს. ცოტა გოლს ვუშვებთ."

"ვფიქრობ, ჟერარ დეულოფეუ და დენის სუარესი მოტივირებულები არიან. მათ "სევილიაში" სათამაშო დრო აქვთ, ისინი ნიჭიერები არიან და საფრთხეს წარმოადგენენ."

"ინიესტა თავს უკეთ გრძნობს. ის გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ ექიმებისგან თამაშის ნებართვა ჯერ არ გვაქვს."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.