მესი: "ამას ვერც კი წარმოვიდგენდი"

მესი: "ამას ვერც კი წარმოვიდგენდი"

ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი ლიონელ მესი აცხადებს, რომ როდესაც მან ლა ლიგაში პირველი გოლი გაიტანა, ვერც კი წარმოიდგენდა, თუ ტელმო სარას რეკორდს დაამხობდა.

"როდესაც ესპანეთში პირველი გოლი გავიტანე, ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ რომელიმე რეკორდს გავაუმჯობესებდი. ყველაზე ნაკლებად კი დიადი ტელმო სარას რეკორდის დამხობაზე ვფიქრობდი.

ამას იმ ადამიანების დახმარებით მივაღწიე, რომლებიც წლების განმავლობაში მეხმარებოდნენ. ეს რეკორდი მათ ეძღვნებათ. მინდა მათ მადლობა ვუთხრა იმისათვის, რომ ყოველთვის ჩემს გვერდით იყვნენ. ასევე მადლობა მათაც, ვინც მხარს მიჭერდა, მაგრამ დღეს ჩვენთან აღარაა." - განაცხადა კიდევ ერთი რეკორდის დამხობის შემდეგ მესიმ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.