მესის რეკორდი ციფრებში
"ბარსელონას" ოფიციალური საიტი მესის მიერ ესპანეთის ჩემპიონატში გატანილი 253 გოლის სტატისტიკურ ანალიზს გვთავაზობს.
კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, ლეომ 253 გოლიდან 205 მარცხენა ფეხით გაიტანა, 39 - მარჯვენათი, ხოლო 9 - თავით. (რეალურად, მან თავით 8 გოლი გაიტანა, ხოლო ერთიც - ხელით).
მესიმ, 218-ჯერ, გოლი საჯარიმოს შიგნიდან დარტყმით გაიტანა, ხოლო დანარჩენ 35 შემთხვევაში მან თავი საჯარიმოს გარედან დარტყმით გამოიჩინა.
209 შემთხვევაში მესიმ გოლი თამაშიდან გაიტანა, 32-ჯერ - თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან, ხოლო 12-ჯერ საჯარიმო დარტყმით.
ლეო მესი, სადებიუტო სეზონიდან დღემდე, შედეგიანობას უმეტეს შემთხვევაში უმატებდა. 4-ჯერ მოხდა, რომ მან წინა სეზონზე ნაკლები გაიტანა. 2006/07 წლების სეზონში მან თავი 14-ჯერ გამოიჩინა, ხოლო მომდევნო სეზონში 10-ჯერ. 2009/10 წლების სეზონში, მესიმ მეტოქეთა კარი 34-ჯერ აიღო, ხოლო ერთი წლის შემდეგ - სამით ნაკლებჯერ. 2011/12 წლების სეზონში 50 გოლის გატანის შემდეგ, მესიმ ჯერ 46, შემდეგ კი 28 ბურთი გაიტანა.
არგენტინელმა ვარსკვლავმა ერთი გოლი 84 თამაშში გაიტანა. დუბლით თავი მან 53-ჯერ გამოიჩინა, ჰეთ თრიქით - 20-ჯერ, ხოლო პოკერით - 3-ჯერ.
ყველაზე მეტი, 18 გოლი ლეომ "სევილიას" გაუტანა. შემდეგ მოდიან "ატლეტიკო" (17), "ოსასუნა" (17), "ვალენსია" (15) და "რეალი" (14).
როდესაც მესიმ გოლი გაიტანა, "ბარსამ" 139 თამაში მოიგო, 13 ფრედ დაასრულა და 5 წააგო. როდესაც არგენტინელმა ვერ გაიტანა, კატალონიელებმა 77-ჯერ მოიგეს, 32-ჯერ ფრედ ითამაშეს და 23-ჯერ წააგეს.

ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]