მესი: "რაულის მაჩვენებლის გაუმჯობესება შესანიშნავია, მაგრამ მთავარი სამი ქულაა"
კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელმა ლიდერმა, ლიონელ მესიმ "აპოელის" (4:0) განადგურების შემდეგ კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. იტყობინება, Football Espana.
"რაულზე გასწრება - ეს შესანიშნავია, მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ სამი ქულა მოვიპოვეთ. მე მოხარული ვარ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი რეკორდი მოვხსენი პრესტიჟულ ტურნირზე. "ბარსელონამ" შესანიშნავად ითამაშა. პსჟ-სთან მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი და რთული იქნება, მაგრამ ჩვენ შევეცდებით საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენოთ და ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ." - განაცხადა, მესიმ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 33 ]