ვარანი: "ბარსელონას" ინტერესზე არაფერი ვიცოდი"
მადრიდის "რეალის" მცველის რაფაელ ვარანის განაცხადებით, მისთვის არაფერი იყო ცნობილი იმაზე, რომ ერთ დროს მის მიმართ ინტერესს "ბარსელონა" იჩენდა. ამაზე, ცოტა ხნის წინ, ბოიან კრკიჩის მამამ ისაუბრა, რომელიც კატალონიურ გრანდში სკაუტად მუშაობდა.
"არა, მე არაფერი ვიცოდი ამაზე." - აცხადებს ვარანი, რომლის სიტყვებას ციტირებს AS.
შეგახსენებთ, რომ უფროსი კრკიჩის თქმით, "ბარსა" ფეხბურთელით ინტერესდებოდა მაშინ, როდესაც ის "ლანსის" ღირსებას იცავდა. ესპანური გრანდის ერთ-ერთი სპეციალისტი ფეხბურთელის მონაწილეობით "ლანსსა" და "მონაკოს" შორის გამართულ შეხვედრას დაესწრო, თუმცა ფრანგის თამაშმა მასზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 27 ]