პინტომ ყოფილი თანაგუნდელები მოინახულა

პინტომ ყოფილი თანაგუნდელები მოინახულა

ხოსე მანუელ პინტო, დღევანდელ სავარჯიშო სესიაზე, თავის ყოფილ თანაგუნდელებს ესტუმრა, ისაუბრა მათთან და კლუბის ახალწვეულები გაიცნო.

39 წლის მეკარე "ბარსელონაში" 2008 წლის იანვირდან 2014 წლის ივნისამდე თამაშობდა. როგორც წესი, პინტო ვიქტორ ვალდესის შემცვლელი იყო, თუმცა მას თავის გამოჩენის შანსი ბევრჯერ მიეცა, განსაკუთრებით ესპანეთის თასის მატჩებში.

კატალონიურ გრანდში პინტომ 4-ჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, 4-ჯერ - კოპა დელ რეი, 5-ჯერ - ესპანეთის სუპერთასი, 2-ჯერ - ჩემპიონთა ლიგა, 2-ჯერ - UEFA-ს სუპერთასი, 2-ჯერ - მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

მეკარე კლუბში ჩაატარა 90 ოფიციალური მატჩი, რომლებშიც 74 გოლი გაუშვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 24 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.