„ვალენსია“-„ბარსელონა“. ლუის ენრიკე მატჩის წინ
ამ კვირაში "ბარსა" ლა ლიგის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ ყველაზე რთულ მატჩს გამართავს. "ლურჯ-ბროწეულისფერები" "მესტალიაზე" "ვალენსიას" დაუპირისპირდებიან. დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე ლუის ენრიკემ შეაქო ნუნუ ესპირიტუ სანტუს ახალი "ვალენსია": "ისინი, გასულ სეზონთან შედარებით, განსახვავებულ დონეზე იმყოფებიან. მათ ცვლილებები განახორციელეს ყველა ხაზში, შეიძინეს კარგი ფეხბურთელები, მაგალითად, ნეგრედო და დაეყრდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, ისეთებს, როგორებიც არიან ალკასერი და გაია."
ასტურიელი დარწმუნებულია თავისი გუნდის გამარჯვებაში: "თუ შემეშინდებოდა მარცხის, მაშინ სახლს არ დავტოვებდი. "მესტალიაზე" გამარჯვებამ შეიძლება აგვიმაღლოს ბოლო კვირაში მიღებული კარგი განწყობა."
"ვალენსიასთან" მატჩში ენრიკეს განკარგულებაში იქნება ანდრეს ინიესტა, რომელმაც დღეს თამაშის ნებართვა მიიღო. ამ სასიხარულო ინფორმაციაზე, მწვრთნელმა თქვა: "ჩვენ ყველთვის ვწუხვართ ტრავმირებულ ფეხბურთელებზე. კუნთების დაზიანების შემდეგ, ის ფრთხილად უნდა იყოს და დაიბრუნოს კარგი განწყობა." ინიესტასგან განსხვავებულ სიტუაციაშია ტომას ვერმალენი, რომელზეც ასტურიელმა განაცხადა: "პროფესიულ ფეხბურთში ტრავმა ნორმალურია, მაგრამ დრო სწრაფად გადის და ის მალე კვლავ ჩვენთან იქნება." ამასთან ერთად, მწვრთნელმა თქვა, რომ "არ გვაქვს დაგეგმილი გუნდის გაძლიერება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს."
ლუის ენრიკეს სხვა ფეხბურთელებზეც ჰკითხეს. მან დაიწყო ლეო მესით, რომელმაც ლა ლიგაზე ტელმო სარას, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე რაულ გონსალესის რეკორდები დაამხო და ორივე ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა: "ჩემთვის წლის საუკეთესო ფეხბურთელი, რა თქმა უნდა, მესია, მაგრამ პატივი უნდა ვცეთ ყველას აზრს." რაც შეეხება მონტოიას, მასზე მწვრთნელმა თქვა, რომ "იგი პროფესიონალიზმის მაგალითია. ის სრულად მზადაა სათამაშოდ და თუ ის არ თამაშობს, ეს ჩემი გადაწყვეტილებაა."
შაბათის ვარჯიშის შემდეგ, ისევე როგორც პარასკევს, გუნდმა ბურთი კარტინგით შეცვალა. "მას შემდეგ, რაც მწვრთნელი გავხდი, ვეძებდი ვარიანტებს, რომლებიც დამეხმარებოდა გუნდის შეკვრაში. მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელებმა იურთიერთონ სხვადასხვა ვითარებაში." - დაასრულა ლუის ენრიკემ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 44 ]