აბიდალი კარიერას ასრულებს და "ბარსაში" ბრუნდება
როგორც ფრანგული პორტალი RMC იტყობინება, "ბარსელონას" ყოფილმა მცველმა ერიკ აბიდალმა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში კარიერა დაასრულოს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგი ვეტერანი წლის ბოლოს "ოლიმპიაკოსთან" კონტრაქტს გაწყვეტს.
ცნობილია, რომ მცველი "ბარსელონაში" დაბრუნდება, სადაც კლუბის აკადემიის სპორტული დირექტორის თანამდებობას დაიკავებს. 35 წლის ფრანგმა, მიმდინარე სეზონში, საბერძნეთის ჩემპიონატში 7 მატჩი ჩაატარა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ თავად აბიდალმა "ბარსელონასთან" შეთანხმება უარყო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]