პიკე: "მესის რეკორდების სიტყვებით აღწერა შეუძლებელია"
"ესპანიოლთან" მოგებული (5:1) კატალონიური დერბის შემდეგ, ერთ-ერთი გოლის ავტორმა, ხერარდ პიკემ, კომენტარი გააკეთა და მეტოქის კარში 3 გოლის გამტანი ლიონელ მესი შეაქო.
"რთული მატჩი გამოვიდა. მე-2 ტაიმში უკეთ გამოვიყურებოდით და ყველა დაშვებული შეცდომა გამოვასწორეთ. ასეთი შემართებით თამაში უნდა განვაგრძოთ.
მესის რეკორდების სიტყვებით აღწერა შეუძლებელია. მან გუნდისთვის ძალიან ბევრი გააკეთა. ვიმეორებ - შეუძლებელია სიტყვებით აღვწეროთ ის, რაც მესის ჩვენთვის გაუკეთებია."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]