ბარტრა: "მესიმ თავით ძალიან კარგად დაარტყა"
"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, მარკ ბარტრამ, "ეიბართან" მოგებული (2:0) თამაშის შემდეგ, კომენტარი გააკეთა. 24 წლის ფეხბურთლმა გოლის თავით გამტანი ლიონელ მესი შეაქო.
"რთული 3 ქულა ავიღეთ. ვიცოდით, რომ ასეც იქნებოდა და შედეგით კმაყოფილები ვართ. ასეთ მეტოქესთან ქულების დაკარგვა სავსებით შესაძლებელია. ასე რომ, მოგება თავდაჯერებულობისთვის მნიშვნელოვანია.
ვარჯიშების დროს, სტანდარტულ მდგომარეობებზე ბევრს ვვარჯიშობთ. მე-2 გოლის დროს ყველაფერი გამოვიდა, მაგრამ ყველაზე დიდი დამსახურება მესის მიუძღვის. მან თავით ძალიან კარგად დაარტყა.
ძალიან მიხარია, რომ ჩავიმ 750-ე თამაში ჩაატარა. მას "ბარსელონას" დნმ აქვს და ასეთ ფეხბურთელთან ერთად თამაში დიდი პატივია."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 22 ]