ლუის ენრიკე: "თუ გულშემატკივრების დისკვალიფიკაციას დავიწყებთ, მარტონი დავრჩებით"

ლუის ენრიკე: "თუ გულშემატკივრების დისკვალიფიკაციას დავიწყებთ, მარტონი დავრჩებით"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, "ესპანიოლთან" გამართული მატჩის შემდეგ, "რეალის" მიერ გულშემატკივართა დასჯაზე ისაუბრა.

როგორც იცით, მადრიდულმა გუნდმა იმ 17 გულშემატკივარს სტადიონზე შესვლა აუკრძალა, რომლებიც მესისა და კატალონიას შეურაცხყოფას ტრიბუნებიდან აყენებდნენ.

"რეალის" 17 გულშემატკივარი დასაჯეს. ამ ფაქტს, როგორც ძალადობის მიმართ ბრძოლის ნებისმიერ გამოვლინებას, ვეთანხმები, მაგრამ ამავდროულად, ეს ქმედება არასწორია. თუ შეურაცხყოფის გამო გულშემატკივრების დისკვალიფიკაციას დავიწყებთ, მარტონი დავრჩებით.

ძალადობასთან ბრძოლის ნებისმიერ ფორმას მივესალმებით. იმედი მაქვს, ერთ მშვენიერ დღეს, ესპანეთში, არანაირი შეურაცხმყოფელი შეძახილები აღარ იქნება, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს უფრო უტოპიას ჰგავს."

ენრიკემ "ესპანიოლთან" მატჩზე და ლიონელ მესიზეც ისაუბრა: "ესპანიოლის" გოლამდე მატჩი მშვიდი იყო, რადგან მეტოქე დაცვიდან თამაშობდა. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ მომეჩვენა, რომ "ესპანიოლმა" საკუთარი თავის რწმენა დაკარგა და თამაში გაიხსნა.

სწორედ მესის პირველი გოლი იყო გადამწყვეტი მომენტი, რამაც მე-2 ტაიმში განვითარებული მოვლენები გამოიწვია.

შესვენების შემდეგ მოძრაობას მნიშვნელოვნად ვუმატეთ. როდესაც ჩვენი ფეხბურთელები მეტოქის კარზე ზეწოლას ახორციელებენ, ისინი შეუჩერებლები ხდებიან. მესის არა მხოლოდ გოლები გააქვს, არამედ მას მეტოქე წყობილებიდანაც გამოჰყავს, მის დემორალიზებას ახდენს.

ასეთი შედეგის შემდეგ პოზიტიურად ვართ განწყობილნი. ახლა, პსჟ-სთან მატჩი გველის, რომელიც შესანიშნავი უნდა გამოვიდეს. ისევე ვიბრძოლებთ, როგორც სეზონის დანარჩენ თამაშებში."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 22 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.