ფედერაციაში "ბარსელონას" გულშემატკივრების ქმედებებსაც შეისწავლიან

ფედერაციაში "ბარსელონას" გულშემატკივრების ქმედებებსაც შეისწავლიან

ესპანეთის საფეხბურთო ლიგას ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციაში საჩივარი არა მხოლოდ "რეალის", არამედ "ბარსელონას" წინააღმდეგაც შეაქვს. ამ ინფორმაციას ადგილობრივი პრესა ავრცელებს.

ლა ლიგის მე-14 ტურში, "ბარსელონასა" და "რეალის" გულშემატკივრები შეურაცხმყოფელი შეძახილებით გამოირჩეოდნენ. მადრიდელი ქომაგები შეურაცხყოფას ლიონელ მესისა და კატალონიას აყენებდნენ, ხოლო "ბარსას" გულშემატკივრები - მეტოქე "ესპანიოლს".

როგორც ცნობილია, ესპანეთში ტრიბუნებიდან წამოსული შეურაცხმყოფელი შეძახილების წინააღმდეგ ბრძოლაა დაწყებული და ფეხბურთის ლიგამ გადაწყვიტა რეაგირება ორივე ამ შემთხვევაზე მოახდინოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.