გვარდიოლა იაპონიის რაგბის ნაკრებს კონსულტაციას გაუწევს
"ბარსელონას" ლეგენდა პეპ გვარდიოლა იაპონიის რაგბის ნაკრების მთავარ მწვრთნელს გუნდის 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მომზადებაში დაეხმარება. ამ ინფორმციას თავად ედი ჯონსი ავრცელებს.
"ჩვენ გვინდა უფრო მოქნილი ტაქტიკური სქემა გვქონდეს. ფეხბურთში, მატჩისთვის მზადება იმას გულისხმობს, რომ ამ მხრივ, ყველა ფეხბურთლი კარგად უნდა იყოს მომზადებული.
"ბაიერნის" ვარჯიში ვნახე და გუნდის მთავარ მწვრთნელთან საუბარიც მქონდა. ვფიქრობ, ჩვენს ვარჯიშებში კორექტივების შეტანა შეგვიძლია. გვარდიოლა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია და საუკეთესოებისგან სწავლა ყოველთვის გინდა.
ფეხბურთშიც და რაგბშიც, ყოველთვის საჭიროა ბურთი თავისუფალი ზონისკენ გაგზავნო. "ბაიერნი" და "ბარსელონა", პასების მხრივ, ისტორიაში საუკეთესო გუნდები არიან." - განაცხადა იაპონიის რაგბის ნაკრების მწვრთნელმა, ედი ჯონსმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]