დავიდ ლუიზმა "ბარსელონასთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა

დავიდ ლუიზმა "ბარსელონასთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა

ფრანგული "პარის სენ-ჟერმენის" 27 წლის ბრაზილიელმა მცველმა, დავიდ ლუიზმა უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი შეხვედრის წინ, სადაც თავისი გუნდი "ბარსელონას" დაუპირისპირდება, კომენტარი გააკეთა. იტყობინება, უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი. 

"მესი - შესანიშნავი ფეხბურთელია, ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიაში. მისი შეჩერება ძალიან რთულია, სწორედ ამიტომ ჩვენ დაცვაში გაგვიჭირდება. გვსურს ეს მატჩი მოვიგოთ და დავამტკიცოთ ჩვენი ძალა. პსჟ-ს მეტი შანსი აქვს მოიგოს ჩემპიონთა ლიგა, ვიდრე "ბარსელონას", ჩვენ კი ეს მოედანზე უნდა ვაჩვენოთ. "ჩელსი" არც თუ ისე ცუდად თამაშობს, საინტერესო იქნება მათ წინააღმდეგ ტურნირის ფინალში თამაში." - განაცხადა, ლუიზმა.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასა" და "პარის სენ-ჟერმენის" დაპირისპირება 10 დეკემბერს გაიმართება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 44 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.