პსჟ-ს პრეზიდენტმა წილისყრის შედეგებზე ისაუბრა
ფრანგული "პარის სენ-ჟერმენის" პრეზიდენტმა, ნასერ ალ ხელაიფიმ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის წილისყრის შემდგომ კომენტარი გააკეთა. იტყობინება, უეფას ოფიციალური საიტი.
"ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს ფანტასტიკური მატჩი "ბარსელონას" წინააღმდეგ, რომელიც გასული წლის სექტემბერში ჩავატარეთ. რაც არ უნდა იყოს, ჩვენ შევეცდებით ყველა შესაძლებლობა გამოვცადოთ, რათა უფრო წინ წავიდეთ. ეს დაპირისპირება - გუნდისთვის ნამდვილი გამოწვევაა. მე მჯერა ფეხბურთელების და სამწვრთნელო შტაბის. 1/8 ფინალურ ეტაპზე მათ დაამტკიცეს, რომ ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა შეუძლიათ. მომავალი დაპირისპირებები შესაძლოა მნიშვნელოვან მომენტებად იქცეს კლუბის ისტორიაში, რომელიც ოცი წელიწადია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თამაშის შესაძლებლობას ელოდება. ჩვენი მიზანი - უცვლელია, მივაღწიოთ მაქსმიალურ დონეს ევროპულ არენაზე." - განაცხადა, ალ ხელაიფიმ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 58 ]