ალვესი "უესკასთან" გამოირიცხა
"ბარსელონას" ოფიციალური საიტის ინფორმაციით, დანი ალვესი ესპანეთის თასის 1/16-ფინალის შეხვედრას გამოტოვებს. ამის მიზეზად ტრავმა სახელდება. ბრაზილიელმა, რომელიც "ხეტაფესთან" მატჩში მე-80 წუთზე შეცვალეს, მყესები დაიჭიმა.
ფეხბურთელი 16 დეკემბერს ვერ ითამაშებს. გარდა ამისა, კითხვის ნიშნის ქვეშაა მისი თამაში "კორდობასთან" მატჩში, რომელიც 20 დეკემბერს გაიმართება.
დღეს, ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა ნეიმარმა. 22 წლის თავდამსხმელი პარასკევის ვარჯიშზე კოჭს იტკიებდა, რის გამოც მან "ხეტაფესთან" შეხვედრა გამოტოვა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის თასის 1/16-ფინალის პირველ მატჩში "ბარსელონამ" "უესკა" 4:0 დაამარცხა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]