ნეიმარი "უესკასთან" მატჩს გამოტოვებს
"ბარსელონას" ოფიციალური საიტის ცნობით, ნეიმარი, რომელიც კოჭის ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელებას აგრძელებს, ესპანეთის თასის 1/16 ფინალის მატჩს, "უესკასთან" შეხვედრას გამოტოვებს. დღევანდელ ვარჯიშზე 22 წლის ფეხბურთელმა ინდივიდუალური პროგრამით იმუშავა.
"უესკასთან" მატჩი გაიმართება 16 დეკემბერს ბარსელონაში. როგორც აქამდე ცნობილი გახდა, "ბარსელონას" ამ მატჩში ვერ დაეხმარება დანი ალვესიც, რომელსაც ასევე ტრავმა აწუხებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]