გვარდიოლა: "აბიდალს არ შეუძლია დანებდეს, მასში ეს თვისება არ არსებობს"
კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა მწვრთნელი, ჟოსეპ გვარდიოლა მისი ყოფილი შეგირდის, ერიკ აბიდალის გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც კარიერა დაასრულა. ფრანგი ფეხბურთელი "ბარსელონაში" 2007-2013 წლებში ასპარეზობდა.
"ხალხს უყვარს აბიდალი, რადგან მის სიტყვებში სიმართლეს ხედავენ. ხალხი ამას აფასებს. მან გაიარა ურთულესი გამოცდა და გახდა მაგალითი ჩვენთვის. აბიდალს არ შეუძლია დანებდეს, მასში ეს თვისება უბრალოდ არ არსებობს. ის შესანიშნავი ადამიანია. ფეხბურთელებს მის მიმართ მხოლოდ ყველაზე თბილი გრძნობები აკავშირებთ." - განაცხადა, გვარდიოლამ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]