ერიკ აბიდალს სამშაბათს წარადგენენ
Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონა" სამშაბათს ერიკ აბიდალს კლუბის ახალ ტექნიკურ მდივნად წარადგენს. ფრანგი ყოფილი ფეხბურთელის ამ პოსტზე დანიშვნა ოფიციალურად 10 დღის წინ დადასტურდა, ხვალ კი მისი წარდგენის ცერემონია გაიმართება.
აბიდალმა კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ "ბარსელონაში" გაატარა. ის გუნდში 2007-დან 2013 წლამდე თამაშობდა, ჩაატარა 200-მდე მატჩი და მოიგო მრავალი ტიტული. ამ პერიოდში, მან მძიმე დაავადებაც გადაიტანა.
აბიდალი ტექნიკური მდივნის პოსტზე რობერტ ფერნანდესს ჩაანაცვლებს, რომელსაც კონტრაქტი თვის ბოლოს ეწურება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]