ლუის ენრიკემ "ბარსელონაში" სამსახური დისნეილენდს შეადარა

ლუის ენრიკემ "ბარსელონაში" სამსახური დისნეილენდს შეადარა

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ კლუბში საქმიანობა შეაფასა. სპეციალისტმა ასევე ისაუბრა ნეიმარზე, რომელიც "კორდობასთან" მატჩისთვის მზადაა. 

"ეს წელიწადი ჩემთვის საოცარი გამოვიდა. თავიდან მე "სელტაში" ვმუშაობდი, შემდეგ კი "ბარსელონაში" დავბრუნდი. მე სამოთხეში ვარ, კატალონიელებთან მუშაობა დისნეილენდში სამსახურს ჰგავს. ნეიმარი დღეს გუნდთან ერთად ვარჯიშობდა ის "კორდობასთან" მატჩისთვის მზადაა და განაცხადში მოხვდება." - განაცხადა, ლუის ენრიკემ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.