ლუის ენრიკე: "სათამაშო წუთები ყველა ფეხბურთელისთვის განსაზღვრული არ მაქვს"
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ "კორდობასთან" მატჩის წინ პრე-კონფერენცია გამართა, სადაც ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
"როგორც ყოველთვის, სათამაშოდ მზად ვართ. მატჩების უმრავლესობაში ჩვენი მეტოქე დაცვაში თამაშობს და კონტრშეტევებისთვის ჩვენს შეცდომებს ელოდება. არ არსებობს ჯადოსნური ჯოხი, რომელიც ყველა პრობლემას გადაჭრის. ყურადღებით უნდა ვიყოთ და ეფექტურად ვითამაშოდ. "კორდობას" შეუძლია კონტრშეტევაში თამაში ისეთი ფეხბურთელებით, როგორებიც არიან გილასი, ფიდელი ან ბორხა.
აბიდალთან ურთიერთობა არ მქონია, მაგრამ ის დიდებული ფეხბურთელი იყო. დრო ყველასთვის გადის. ერიკს მომავალში ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ.
სათამაშო წუთები ყველა ფეხბურთელისთვის განსაზღვრული არ მაქვს, ასე რომ, ბევრი მოთამაშე მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ეს ჩემი პირველი სეზონია. ნორმალურ პროცესში ვართ. ჩვენ სეზონის ბოლოს შეგვაფასებენ.
ეს ბრწყინვალე წელიწადი იყო. "ბარსაში" დაბრუნება სამოთხეს ჰგავს, როგორც დისნეილენდში მოსვლა.
მე არ განვიხილავ CAS-ის გადაწყვეტილებას, ჩვენ მოგვცემენ ფეხბურთელების შეძენის უფლებას ან არა.
"ხეტაფესთან" მატჩის შემდეგ კმაყოფილი ვიყავი. მოგებას ვიმსახურებდით.
არ მომწონს გამომშვიდობებები, მაგრამ თუ პუიოლს სურს, ის ნამდვილად იმსახურებს ამას." - დაასრულა ლუის ენრიკემ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]