ჩავი ერთ კლუბში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რაულს დაეწია

ჩავი ერთ კლუბში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რაულს დაეწია

კატალონიის "ბარსელონას" ვეტერანმა ესპანელმა ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა მშობლიურ კლუბში 741-ე ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. 34 წლის ჩავი ლა ლიგის XVI ტურში "კორდობას" წინააღმდეგ მატჩში მოედანზე მეორე ტაიმში გამოვიდა. 

აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული ესპანელი თავდამსხმლის, რაულ გონსალესის (741) შემდეგ, რომელმაც "რეალი" 2010 წელს დატოვა, ჩავი პირველი ფეხბურთელია ესპანეთში, რომელსაც ამდენივე მატჩი აქვს ჩატარებული. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.