ლიონელ მესი - წლის საუკეთესო სპორტსმენი ლათინო ამერიკისა და კარიბის აუზის მასშტაბით
კატალონიის "ბარსელონას" 27 წლის არგენტინელი თავდამსხმელი, ლიონელ მესი ლათინო ამერიკასა და კარიბის აუზის 2014 წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა, სააგენტო Prensa Latina-ს ვერსიით. აქვე შეგახსენებთ, რომ რეიტინგში მეორე ადგილი მადრიდის "რეალის" კოლუმბიელმა ფეხბურთელმა, ხამეს როდრიგესმა დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ნაკრებად არგენტინის ეროვნული ნაკრები შეარჩიეს, რომელმაც მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ფინალამდე გააღწია.
აქვე გეტყვით, რომ რეიტინგი შედგენილ იქნა: აზიის, ევროპის, აფრიკის, სამხრეთ ამერიკის, ლათინო ამერიკის და კარიბის აუზის ქვეყნების 137 წარმომადგენლის მიერ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 20 ]