მესი 2012 წელს კუბას ესტუმრება

მესი 2012 წელს კუბას ესტუმრება

ლიონელ მესის მომავალ გეგმებში შედის კუბაში წასვლა. მოახლოვებულ 2012 წელს, მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელი დასასვენებლად ესტუმრება კუბას. მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც Prensa Latina–ს მიერ იგი დასახელებულ იქნა 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენად ლათინო–ამერიკაში.

 

ფეხბურთელის მამამ, ხორხე მესიმ განაცხადა, რომ მისი შვილი შემდეგ არდადეგებზე აუცილებლად წავა კუბაში. ხორხემ ასევე თქვა, რომ ლეო ძალიან გახარებულია ლათინო–ამერიკის საუკეთესო სპორტსმენად დასახელებით, რადგან 1986 წლის შემდეგ, როცა დიეგო მარადონამ მოიგო ეს ჯილდო, ვერცერთმა არგენტინელმა ვერ მაოხერხა შედეგის განმეორება.

 

მესიმ გამოკითხვაში 38 ქულა მოაგროვა და გადაუსწრო უსაინ ბოლტს, რომელიც 32 ქულას დაჯერდა. მესამე პოზიცია ლუის სუარესმა დაიკავა 29 ქულით.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.