პედრო: "ბარსადან" წასვლას არ ვაპირებ"

პედრო: "ბარსადან" წასვლას არ ვაპირებ"

"ბარსელონას" თავდამსხმელი პედრო როდრიგესი აცხადებს, რომ, მიუხედავად სეზონის რთული დასაწყისისა, კატალონიური კლუბის დატოვებას არ აპირებს.

მარათლაც, პედროსთვის სეზონი ცუდად დაიწყო. 27 წლის ფეხბურთელის აქტივში, ესპანეთის ჩემპიონატის 13 ტურის შემდეგ, მხოლოდ ერთი გოლი იყო, თუმცა ტურნირის ბოლო 3 მატჩში მან 2 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.

"ბარსელონადან" წასვლას არ ვაპირებ. ჩემთვის სეზონის სტარტი რთული აღმოჩნდა, მაგრამ ჯერ კიდევ მოტივირებული ვარ და პროგრესს განვაგრძობ." - აცხადებს პედრო. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.