"იუვენტუსი" "ბარსასთან" მოლაპარაკებებს გამართავს

"იუვენტუსი" "ბარსასთან" მოლაპარაკებებს გამართავს

ტურინის "იუვენტუსის" სამწვრთნელო შტაბი "ბარსელონას" მარჯვენა მცველის, მარტინ მონტოიას მომსახურებითაა დაინტერესებული, იტყობინება Sport.

წყაროს ინფორმაციის თანახმად, საშობაო დღესასწაულის შემდეგ იტალიური კლუბის წარმომადგენლები, "ბარსასთან" მოლაპარაკებების გასამართად, ესპანეთში გაემგზავრებიან. როგორც ცნობილია, მონტოიას, სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო, კატალონიური გრანდის დატოვება გადაწყვეტილი აქვს. გარდა "იუვენტუსისა", მარტინის მომსახურებით ასევე დაინტერესებულნი არიან გერმანული და ინგლისური კლუბები.

შეგახსენებთ, მანამდე "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ მონტოიას გუნდში თავისი სიტუაციის შეცვლა შეუძლია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 15 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.