იგლესია „მესის“ რამდენიმე საიდუმლოს გვანდობს

იგლესია „მესის“ რამდენიმე საიდუმლოს გვანდობს

ალექს დე ლა იგლესია, რომელიც "მესის" რეჟისორია, ფილმის რამდენიმე საიდუმლოს გვანდობს. შეგახსენებთ, რომ ლეო მესის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა ესპანეთის კინოთეატრებში 1 იანვარს შედგა.

"ფილმი მესის სამეზობლოში ჩავწერეთ... საფეხბურთო მოედნები, სადაც ის თამაშობდა.

რატომ არ ჩანს მარადონა ფილმში? მას ფილმში მონაწილეობით ფულის მიღება სურდა. ყველა ფეხბურთელსა და მეოგობარს, რომლებმაც ფილმში მონაწილეობა მიიღეს, არანაირი საფასური არ მიუღიათ.

მინდოდა, მესიზე რაღაც გვესწავლა... როგორია მისი დრიბლინგი, როგორია მისი თამაშის ხედვა.

ლეო მესი მხოლოდ ფეხბურთელია. მას არ აინტერესებდა სხვა დანარჩენი მსოფლიოში. ესაა ის რაღაც, რაც ფილმიდან ვისწავლე." - აცხადებს "მესის" რეჟისორი.

როგორც თქვენთვის ცნობილია, დოკუმენტური ფილმის სცენარი მადრიდის "რეალის" ყოფილ გენერალურ დირექტორს ხორხე ვალდანოს ეკუთვნის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 16 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.