გლები: "გავიგე, რომ ჩემით "ტოტენჰემია" დაინტერესებული"

გლები: "გავიგე, რომ ჩემით "ტოტენჰემია" დაინტერესებული"

კატალონიის "ბარსელონას" ბელარუსიელმა ნახევარმცველმა ალექსანდრე გლებმა დაადასტურა ლონდონის "ტოტენჰემის" მისდამი ინტერესი.

"მე "ბარსელონასთან" კონტრაქტი მაკავშირებს, რომელსაც პატივი უნდა ვცე. კატალონიაში ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე. მიყვარს აქაური ხალხი. გავიგე "ტოტენჰემს" ჩემდამი ინტერესი გამოუთქვამს. მომწონს ლონდონელების თამაში და მათი სტილი. წინა სეზონში "ტოტენჰემმა" აჩვენა, რომ შეუძლია ინგლისის ჩემპიონობისათვის ბრძოლა. ვნახოთ მომავალში რა იქნება. თუ სადმე წავალ, ალბათ ეს ლონდონური კლუბი იქნება." ციტირებს გლების სიტყვებს The Telegraph.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრეს აგენტმა გუშინ განაცხადა, რომ მისი კლიენტის მომავალი ამ დღეებში გაირკვევა.

წყარო: championat.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.